„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი დიტო სამხარაძე 2024 წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ სტატუსში აღიარებს, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.
სამხარაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა მუქარის შემცველი პოსტი.
„ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი… “ – წერს დიტო სამხარაძე.
ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებსაც დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ემუქრება შეგიძლიათ იხილოთ ნეტგაზეთის სტატიაში.