ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 26.10.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს

გოსმა აღნიშნულის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში არ შემოშვების ოფიციალურ მიზეზის შესახებ ვკითხულობთ შემდეგს: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. 
  • 25.10.2024
  • გურჯაანი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური ძალადობა

“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გურჯაანის მე-2 საარჩევნო უბანზე

ვიდეოში ჩანს, რომ უცნობი პირი შეურაცხყოფას აყენებს “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს, კამერის დამტვრევით ემუქრება და ფიზიკურად უპირისპირდება.
  • 16.10.2024
  • ხარაგაული
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა სიტყვიერი შეურაცხყოფა

გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” ჟურნალისტებს ხარაგაულის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 

“წაბრძანდით, ნაციონალების შეხვედრაზე დადექით. ვინ ხართ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიყიდული, გაყიდული…,“ - ასე მიმართა მერმა ჟურნალისტებს და „სხვადასხვა პარტიების მიერ ნაყიდი და დაქირავებული“ და „პროვოკატორობით ცნობილი“ უწოდა. 
  • 15.10.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დომენის დაბლოკვა

გამოცემა Sova დომენის დაბლოკვისა და მისი სახელით რუსული პროპაგანდის გავრცელების შესახებ იუწყება

2024  წლის ივლისში, რუსულენოვან გამოცემა Sova News-ს დომენზე წვდომა დაებლოკა. ამ ფაქტიდან ერთი თვის შემდეგ კი, Sova-ს სახელით იგივე დომენიდან ვიღაცამ პრორუსული პროპაგანდის გავრცელება დაიწყო.
  • 13.10.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

 ტელეკომპანია “ფორმულა” სასამართლომ მეოთხედ დააჯარიმა

2024 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეკომპანია “ფორმულა” 5 ათასი ლარით დააჯარიმა ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და ეთერში პარტიის ვიდეორგოლის განთავსების გამო.  
  • 11.10.2024
  • ბათუმი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა

“აჭარა თაიმსის” რედაქტორმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიიღო

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სულხან მესხიძემ აჭარის მთავრობა პირდაპირ ეთერში, Facebook Live -ში ამხილა, რომ გზა, რომელიც მათ გახსნილად გამოაცხადეს, სინამდვილეში გახსნილი არ იყო. 
  • 11.10.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

სამი ცენტრალური მაუწყებელი სასამართლომ მესამედ დააჯარიმა მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში არგაშვების გამო

მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ამ ტელევიზიებისგან ითხოვს ეთერში გაუშვან მისი პოლიტიკური რეკლამა - “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”.
  • 10.10.2024
  • ბათუმი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა

“ბათუმელების” ჟურნალისტს საჯარო მოხელემ “სეპარატისტი“ და „მტერი“ უწოდა

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანანა ქველიაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძეს, ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე შეკითხვა დაუსვა.
  • 19.09.2024
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

სამი ტელევიზია, სასამართლომ, მმართველი პარტიის სადაო პოლიტიკური რეკლამის არგაშვების გამო, ორჯერ დააჯარიმა

პირველი ჯარიმა, 5 000 ლარის ოდენობით, ტელეკომპანიებს “TV პირველსა” და “ფორმულას” 16 სექტემბერს დააკისრეს, “მთავარ არხს” კი 13 სექტემბერს. მეორედ, იგივე მიზეზით, სამივე ტელეკომპანია 19 სექტემბერს დაჯარიმდა, ასევე, 5 000 ლარით.
  • 17.09.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

ქართულ-სომხური გამოცემის რედაქტორს საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს

2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს და აეროპორტიდან სტამბულში გააბრუნეს ქართულ-სომხური გამოცემის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ