ჩვენი პროექტები
ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში
პროექტი “ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში“ აკვირდება და აღრიცხავს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ დარღვევებს.
პროექტი 2024 წლის იანვრიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის, ჟურნალისტების პროფესიული ნიშნით დევნის, თუ სხვა ტიპის ქმედებებს აღწერს.
ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის – „ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ“ თანახმად, არჩევნების წინა პერიოდში თავისუფალ მედიას მზარდი საფრთხეების ფონზე უწევს მუშაობა. კვლევის შედეგები წარმოაჩენს იმ მძიმე გამოცდილებას, რაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს ბოლო 6 თვის განმავლობაში.
მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჟურნალისტებს განახორციელონ პროფესიული მოვალეობები და ამ პროცესში ხელი მიუწვდებოდეთ საჯარო ინფორმაციაზე. ასევე პროექტის ფარგლებში გვსურს ავამაღლოთ მოქალაქეთა ცნობიერება საჯარო ინფორმაციაზე წვდომის მნიშვნელობის შესახებ.
ორგანიზაციის შესახებ
“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი” (CMIS) დაფუძნდა 2022 წელს. ამ დრომდე ორგანიზაციამ განახორციელა არაერთი პროექტი, რომელიც ეხება მედიის თავისუფლებას, ჯანსაღი საინფორმაციო და მედიაგარემოს ხელშეწყობასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას.
2023 წლის სექტემბრიდან CMIS არის “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ წევრი.
გაეცანით სიახლეებს
“ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ” – კვლევის შედეგების პრეზენტაცია
18 ოქტომბერს “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კველვების ცენტრმა” კვლევის ანგარიშის…
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შედეგების პრეზენტაცია და პანელური დისკუსია
2024 წლის 18 სექტემბერს “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა”…
შეხვედრა ბათუმში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ
შეხვედრას ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის და აკადემიის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები ესწრებოდნენ.
მარნეულსა და ახალციხეში საჯარო ინფორმაციის თემაზე ვისაუბრეთ
მოქალაქეებს, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საჯარო ინფორმაციის შესახებ მარნეულის…
საჯარო ინფორმაცია, მედია და მოქალაქეთა ჩართულობა – შეხვედრები გორში
2024 წლის 3 აპრილს “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა”…