“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2024 წლის 25 ივლისს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხზე ბათუმში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის და აკადემიის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები ესწრებოდნენ.
![შეხვედრა ბათუმში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ](https://cmis.names.ge/wp-content/uploads/2024/10/Sexvedra-batumSi-sajaro-informaciis-xelmisawvdomobis-Sesaxeb.png)
შეხვედრა გაიმართა პროექტის „მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გზით“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
#საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ჟურნალისტებისთვის
#საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შენი უფლებაა