“მთავარი არხის” ინფორმაციით, 2024 წლის 25 ოქტომბერს, გურჯაანის N2 საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ “ქართული ოცნებასთან” დაკავშირებული პირი “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა.
ვიდეოში ჩანს, რომ უცნობი პირი შეურაცხყოფას აყენებს “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს, კამერის დამტვრევით ემუქრება და ფიზიკურად უპირისპირდება. ოპერატორს ასე მიმართავს: “დაგამტვრევ მაგ კამერას”. ჟურნალისტს კი “ინტრიგანს” ეძახის და ეუბნება, “გადი, დაიკარგე აქედან”. ასევე იქვე მდგარი სანაგვე ურნიდან აღებულ ნივთს ესვრის, სავარაუდოდ გაზეთს.
ჟურნალისტი ეუბნება, რომ გამოიძახებს პოლიციას, რაზეც პირი ჰპასუხობს რომ პოლიციის გამოძახების არ ეშინია.
“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გურჯაანის მე-2 საარჩევნო უბანზე
![“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გურჯაანის მე-2 საარჩევნო უბანზე](https://cmis.names.ge/wp-content/uploads/2024/10/Mediis-tavisuflebisa-da-moqalaqeTa-monawileobis-xelSewyoba-sajaro-informaciis-xelmisawvdomobis-gziT.webp)