2024 წლის ივლისში, რუსულენოვან გამოცემა Sova News-ს დომენზე წვდომა დაებლოკა. ამ ფაქტიდან ერთი თვის შემდეგ კი, Sova-ს სახელით იგივე დომენიდან ვიღაცამ პრორუსული პროპაგანდის გავრცელება დაიწყო.
სარედაქციო განცხადებაში Sova მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მისამართი Sova.news, რომლითაც წლები სარგებლობდნენ, მათ აღარ ეკუთვნით. მუშაობის გასაგრძელებლად გამოცემამ ახალი დომენი Sovanews.tv აიღო.
“თუ ვიმსჯელებთ საიტის ახალი შინაარსით, რომელიც იყენებს ჩვენი იურიდიული პირის სახელს Sova.News, რესურსის ირგვლივ მანიპულაციების უკან რუსული პროპაგანდა დგას, რომელიც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი აუდიტორია”, – ვკითხულობთ სარედაქციო წერილში.
გამოცემა ამ დრომდე ცდილობს მომხდარის მიზეზების გარკვევას და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.