2-3 დეკემბერს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 7 წარმომადგენელს

2024 წლის 2-3 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 7 წარმომადგენელს.

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის  ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას, სამართალდამცველების მიერ გაზის კაფსულის გამოყენების შემდეგ  დაშავდა ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი  თეონა ხუბულავა და ორი ოპერატორი – ლევან ქართველიშვილი და ბადრი გამრეკლაშვილი. მათ ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება.

  • სტუდია მონიტორის” ჟურნალისტს, ნინო რამიშვილს, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილის ცემის კადრებს იღებდა, სპეცრაზმელმა ტელეფონი წაართვა. ჟურნალისტის თქმით, მას ეკეთა პრესის საიდენტიფიკაციო ნიშანი და ასევე არერთხელ უთხრა, რომ წარმოადგენდა მედიას, თუმცა, ტელეფონი მას მაინც არ დაუბრუნეს.

  • TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს დაზიანდა  ტელეკომპანიის სამაუწყებლო აპარატურა, მათ შორის გამოსაყენებლად უვარგისია პირდაპირი ტრანსლაციის კამერა.

  • ნატალი ჩხარტიშვილს “ჩაიხანადან” მუშაობის პროცესში ხელიდან გააგდებინეს Handycam–ი, რომლითაც ის აქციის მონაწილეების დაკავების კადრებს იღებდა. ასევე, უყვიროდნენ, რომ გამოერთო კამერა. 

  • “მთავარი არხის” ოპერატორი გივი მჭედლიშვილი მუშობის პროცესში შეუძლოდ გახდა. პირდაპირ ეთერში ისმის ამავე არხის ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს სთხოვს ფიზიოლოგიური ხსნარს ოპერატორის დასახმარებლად.

  • JRC-ის ოპერატორს ბაქარ ყვავაძეს, „მედიაჩეკერისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, გაზის კაფსულა წვივში მოხვდა. 


საპროტესტო აქციებზე დაშავებულთა სრული სია იხილეთ აქ: