2025 წლის 19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, სხდომათა დარბაზი დაატოვებინა “TV პირველის” ჟურნალისტებს მარიამ გაფრინდაშვილსა და ნანუკა ქაჯაიას.
მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტოგადაღების უფლება. მათ ეს კანონის დაცვით, ოფიციალური განცხადებით ჰქონდათ მოთხოვნილი.
“მოსამართლემ ჟურნალისტებს სიტყვა არ დაასრულებინა, უთხრა, რომ პროცესის მხარეს არ წარმოადგენენ და არ აქვთ უფლება ისაუბრონ. მან ჯერ შენიშვნა მისცა ჟურნალისტებს, შემდეგ კი დარბაზიდან გააძევა” – ნათქვამია “რადიო თავისუფლების” მასალაში.
სასამართლო მიმდინარე წლის 15 მარტს ილია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ განზრახ მკვლელობას იხილავდა.