ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 27.05.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
შენობაში არდაშვება

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ონლაინ მედიას პარლამენტში შესვლა აეკრძალა

2024 წლის 27 მაისიდან ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა, გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. 
  • 26.05.2024
  • ოზურგეთი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე გამოკითხვაზე დაიბარეს

2024 წლის 26 მაისს, "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ვლადიმერ მენაბდე, ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სახალხო ღონისძიებაზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენისას კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტოს სოციალურ ქსელში გამქვეყნების შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს.
  • 21.05.2024
  • თბილისი
  • პარლამენტის წევრი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა

“TV პირველის” ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერდა

2024 წლის 21 მაისს, აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდა "TV პირველის" ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს „ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით.
  • 16.05.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა

“ტაბულას” რედაქტორს უცნობი პირი დაესხა თავს

2024 წლის 16 მაისს, გვიან ღამით, 23:40 საათზე, თბილისში, ონლაინგამოცემა “ტაბულას” რედაქტორს, გიორგი ბადრიძეს, სახლისკენ მიმავალ გზაზე უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა. 
  • 13.05.2024
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
შენობაში არდაშვება

მედიის ნაწილს შეეზღუდა პარლამენტში მუშაობა

2024 წლის 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადა,  და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეუზღუდა არააკრედიტებულ მედიას.
  • 09.05.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
თვალთვალი

“TV პირველის” ჟურნალისტებს დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ

2024 წლის 9 მაისს ღამით და 10 მაისს გამთენიისას, დაუდგენელი ნიღბიანი პირები ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს ჩაუსაფრდნენ "ტელეკომპანია პირველის“ შენობასთან.
  • 09.05.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია

“სტუდია მონიტორის” რედაქტორის მანქანა დააზიანეს, სახლის ფასადზე კი შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს

2024 წლის 9 მაისს კორპუსში, სადაც საგამოძიებო მედია “სტუდია მონიტორი” მდებარეობს, უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები გააკრეს.
  • 07.05.2024
  • თბილისი
  • კერძო პირი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა

“ფორმულას” გადამღებ ჯგუფს და რესპონდენტს თავს დაესხნენ

2024 წლის 7 მაისს,  თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, უცნობი პირი თავს დაესხა “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს - ოპერატორს და მძღოლს. 
  • 03.05.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება/დაპატიმრება

“ტაბულას” ჟურნალისტი საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს

2024 წლის 3 მაისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე ე.წ "რუსული კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორი გიორგი ბადრიძე დააკავა.
  • 02.05.2024
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია

“ფორმულას” ჟურნალისტს თბილისის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულებს და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.  შეკითხვის შინაარსით გაღიზიანებულმა კახა კალაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.