ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 17.09.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

ქართულ-სომხური გამოცემის რედაქტორს საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს

2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს და აეროპორტიდან სტამბულში გააბრუნეს ქართულ-სომხური გამოცემის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი
  • 16.09.2024
  • ქუთაისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი საქართველოში არ შეუშვეს

2024 წლის 16 სექტემბერს,  ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს. იგი ქვეყანაში ქალიშვილთან ერთად ვარშავიდან ბრუნდებოდა და უკანვე, ვარშავაში გააბრუნეს.
  • 22.08.2024
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა

“მთავარი არხის” ჟურნალისტს კრიტიკული შეკითხვის გამო თბილისის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ჟურნალისტის შეკითხვა შეეხებოდა ძვირადღირებულ ავტომობილს, რომლის ფოტოც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
  • 04.08.2024
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
საექსტრადიციო პატიმრობა

თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯეს

2024 წლის 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აზერბაიჯანული გამოცემის Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს, სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.
  • 26.07.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
SLAPP სარჩელი

“TV პირველი” წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართეს

ორიოფიციალური პირი ტელეკომპანიისგან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, თანხის ჩარიცხვას ითხოვს. საუბარია 30 ათას ლარზე.
  • 25.07.2024
  • სუფსა
  • კერძო პირი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური ძალადობა

“მთავარი არხის” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ კერძო პირები

25 ივლისს, სოფელ სუფსაში გადაღებაზე მყოფ “მთავარი არხის" ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს ძალადობრივმა ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
  • 25.07.2024
  • თბილისი
  • კერძო პირი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური დაზიანება

“TV მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფს კერძო პირები დაესხნენ თავს

2024 წლის 25 ივლისს, შიდა ქართლის ადგილობრივი ტელევიზიის “TV მონიტორინგის” ჟურნალისტებს ბექა პირველსა და შოთა სადაღაშვილს, დიდუბის ავტოსადგურში მძღოლები დაესხნენ თავს.
  • 22.07.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა

“TV პირველი” სასამართლო სხდომას ვერ დაესწრო

მელაძის განცხადებით, სასამართლო სისტემა ხელოვნურ ტექნიკურ ბარიერებს უქმნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, რათა მათ ვერ მოახერხონ სასამართლო სხდომების გადაღება.
  • 17.07.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება

აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორს საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს

2024 წლის 17 ივლისს, აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, Azel.tv-ის მთავარს რედაქტორს აფგან სადიქოვს ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს.
  • 28.06.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
საშვის არგაცემა

პარლამენტში ტელემედიის აკრედიტებული ჟურნალისტების გარდა, სხვა მედიასაშუალებებს შესვლა აეკრძალათ 

2024 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში აკრედიტებული ტელემედიის გარდა, სხვა მედიასაშუალებებს შესვლა აეკრძალათ, მიუხედავად აკრედიტაციისა.
Share

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ