“TV პირველს” ყოფილი პრემიერის ოჯახი სასამართლოში უჩივის
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა სასამართლოს სარჩელით მიმართა ტელეკომპანია “პირველის” წინააღმდეგ. მოსარჩელე ითხოვს, ცილისწამებად იქნას აღიარებული ინფორმაცია, რომელიც საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება | პარლამენტარი
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
აკრედიტაციის შეჩერება
სამ ჟურნალისტს საპარლამენტო აკრედიტაცია შეუჩერეს
2024 წლის 3 და 4 ივნისს საქართველოს პარლამენტმა "ტელეკომპანია პირველის", "მთავარი არხის" და "ფორმულას" ჟურნალისტებს აკრედიტაციები შეუჩერა, რის გამოც ნატა ქაჯაიას, ნინი ბალანჩივაძეს და სოფო გოზალიშვილს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება შეეზღუდათ.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი აღიარებს, რომ ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორია
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი დიტო სამხარაძე 2024 წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ სტატუსში აღიარებს, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.
2024 წლის 31 მაისს, გამოცემა “მთის ამბების” თბილისის ოფისის ეზოში, სადაც ამ გამოცემის რედაქტორის საცხოვრებელი სახლიც არის, შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს
“მთავარი არხის” ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე გამოკითხვაზე დაიბარეს
2024 წლის 26 მაისს, "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ვლადიმერ მენაბდე, ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სახალხო ღონისძიებაზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენისას კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტოს სოციალურ ქსელში გამქვეყნების შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს.
2024 წლის 16 მაისს, გვიან ღამით, 23:40 საათზე, თბილისში, ონლაინგამოცემა “ტაბულას” რედაქტორს, გიორგი ბადრიძეს, სახლისკენ მიმავალ გზაზე უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდნენ
2024 წლის 14 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს, გიორგი ჟამერაშვილს, პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტს საბა სორდიას კი სხვა პოლიციელმა კამერა წაართვა და მუშაობაში ხელი შეუშალა.
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა
მედიის ნაწილს შეეზღუდა პარლამენტში მუშაობა
2024 წლის 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადა, და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეუზღუდა არააკრედიტებულ მედიას.