„აჭარა თაიმსის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ
2025 წლის 20 მარტს, ქალაქ ბათუმში "აჭარა თაიმსის” დირექტორს - სულხან მესხიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტს, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას ცდილობდნენ, "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ.
“TV პირველის” ჟურნალისტები მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა
მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტოგადაღების უფლება. მათ ეს კანონის დაცვით, ოფიციალური განცხადებით ჰქონდათ მოთხოვნილი.
2025 წლის 17 მარტს “ფორმულას” ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს, პოლიციიდან აცნობეს, რომ 5 000 ლარით არის დაჯარიმებული. ჟურნალისტს 13 მარტს გზის გადაკეტვას ედავებიან.
გამოცემა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ
2025 წლის 15 მარტს “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას და მის თანხმლებ პირს პოლიციელიები თავს დაესხნენ.
“რადიო თავისუფლების” პროდიუსერს, ბექა ბერაძეს, რომელიც პროევროპულ აქციებზე დაზარალდა, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
2025 წლის 12 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე “რადიო თავისუფლების” პროდიუსერს ბექა ბერაძეს სასამართლომ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.