განხორციელებული პროექტები

ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

“ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში“ არის პროექტი, რომელიც საქართველოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ დარღვევებს ადევნებს თვალყურს.

პროექტი 2024 წლის იანვრიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის, ჟურნალისტების პროფესიული ნიშნით დევნის თუ სხვა ტიპის ქმედებებს აღწერს.

ჟურნალისტებზე თავდასხმების, ჟურნალისტების შევიწროების და სხვა მსგავსი შემთხვევები აღირიცხება რუკაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის გუნდი დაადგენს, რომ მათი წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები  მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. 

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევა – „ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ“  წინასაარჩევნი პერიოდში ქართული მედიის მდგომარეობას მიმოიხილავს. კვლევის  თანახმად, არჩევნების წინა პერიოდში თავისუფალ მედიას მზარდი საფრთხეების ფონზე უწევს მუშაობა. კვლევის შედეგები წარმოაჩენს იმ მძიმე გამოცდილებას, რაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს ბოლო 6 თვის განმავლობაში.

კვლევაში მონაწილე ჟურნალისტები აღნიშნავენ დაშინების, თვალთვალის, დისკრედიტაციის, ინფორმაციის შეზღუდვის და თავდასხმების გამოცდილებებს. ანგარიშის დიდი ნაწილი ეთმობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარე მოვლენებს. 

მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით

პროექტი „მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“  მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჟურნალისტებს განახორციელონ პროფესიული მოვალეობები და ამ პროცესში ხელი მიუწვდებოდეთ საჯარო ინფორმაციაზე. ასევე ჩვენი მიზანია მოქალაქეთა შორის აამაღლოს ცნობიერება საჯარო ინფორმაციაზე წვდომის მნიშვნელობის შესახებ. ეს, თავის მხრივ, გაზრდის მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.

პროექტის ფარგლებში მკვლევარები, ერთი მხრივ, აგროვებენ ინფორმაციას პროექტის პარტნიორი მედიასაშუალებების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თაობაზე; მეორე მხრივ, დახმარებას უწევენ მედიასაშუალებებს და მოქალაქეებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პროცესში. 

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში 2023-2024

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში აგენტების შესახებ კანონების ინიცირება

ავტორიტარული რეჟიმების დიფუზია და რუსული სახლმძღვანელო

ავტორიტარული რეჟიმების დიფუზია და რუსული სახელმძღვანელო

საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციის ინდექსი

2023 წლის საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსი დაინტერესებულ პირებს და მოქალაქეებს საშუალებას აძლევს გაეცნონ იმ ფაქტორებს, რომლებიც ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობას უშლის ხელს.

ინდექსი ეყრდნობა რეგიონებში დეზინფორმაციისადმი მედეგობის შესაფასებლად რელევანტურ ოთხი კატეგორიას (ადგილობრივი ხელისუფლების მედეგობა, პოლიტიკოსების და პარტიების მედეგობა, საინფორმაციო გარემოს მედეგობა და საზოგადოების მედეგობა) და მათში შემავალ ინდიკატორების. ინდექსი საქართველოს 11 რეგიონს აფასებს 0-100 სკალაზე, სადაც 0 არის დეზინფორმაციისადმი ყველაზე მოწყვლადი, ხოლო 100 – ყველაზე მედეგი რეგიონი. საქართველოს თერთმეტივე რეგიონი ექსპერტების გამოკითხვას ეყრდნობა და 42-54 ქულების ფარგლებში მოექცა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეზინფორმაციისადმი მედეგობის ხარისხი ყველა რეგიონში ერთნაირად პრობლემატურია და ახლოსაა საშუალო მაჩვენებელთან. ექსპერტებთან ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუები ცხადყოფს, რომ რეგიონების მიხედვით ექსპერტთა შეხედულებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება და ისინი ძირითადად მსგავს გამოწვევებზე მიუთითებენ. ამასთან, იკვეთება ცალკეული კონტექსტური სხვაობებიც. 

საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსი