2024 წლის 25 ნოემბერს, ონლაინგამოცემა On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, თბილისის დასუფთავების სამსახურის, “თბილსერვის ჯგუფის” უნიფორმაში ჩაცმული პირი ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ვანცენტ ხაბეიშვილი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა.
როგორც გამოცემა წერს, უცნობი პირის აგრესიის მიზეზი ის გახდა, რომ ჟურნალისტმა ქაშუეთის ეკლესიიდან გამოსულ სასულიერო პირს, რომელიც აქციის მონაწილეებს ეკამათებოდა, ვიდეო გადაუღო.
ვიდეომასალაში, რომელიც გამოცემამ გაავრცელა, ჩანს, რომ სავარაუდოდ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს (აგინებს) და მისი მისამართით დასარტყმელად იწევს. ჟურნალისტი ამ დროს მისი ვინაობის დადგენას ცდილობს, მაგრამ ის არ პასუხობს.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია გმობს თავდასხმას On.ge-ს მთავარ რედაქტორზე და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს