2025 წლის 27 თებერვალს “აჭარა თაიმსის” რედაქტორი სულხან მესხიძე ქ. ბათუმში, “ოცნების ქალაქის” უბანში, დიდთოვლობის გამო ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახურავის ჩამონგრევას აშუქებდა პირდაპირ ეთერში. მას შორიდან მუქარის შეძახილებით უცნობი პირი მიახლოვდა და გადაღების ხელის შეშლას ცდილობდა. ამ დროს ჟურნალისტს სხვა მოქალაქე გამოესარჩლა, მოძალადე უცნობი პირი უკან გაბრუნდა და მიიმალა.
სულხან მესხიძემ, მიუხედავად ინციდენტისა არ შეუწყვეტია პირდაპირი ეთერი და მოქალაქეს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “აჭარა თაიმს” პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელის შეშლას ჰქონდა ადგილი.
ინციდენტს მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა.