2025 წლის 16 თებერვალს, ქალაქ ბათუმში, “ოცნების ქალაქში”, პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს სულხან მესხიძეს.
აგრესიულობით გამორჩეულმა პირმა სულხან მესხიძისთვის ტექნიკის დაზიანებაც სცადა, მას მიკროფონი დარტმის შედეგად დააგდებინა. აღნიშნული ინციდენტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რა დროსაც კადრებში ჩანს, რომ ინციდენტს ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრებიც შეესწრნენ, თუმცა ტერიტორია რეაგირების გარეშე დატოვეს.
ამ ფაქტს საფუძვლად, ამავე ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვა უძღოდა წინ. სულხან მესხიძე 15 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევას აშუქებდა და მას მუშაობაში ხელი, სავარაუდოდ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა შეუშალეს.