“TV პირველის” ფოტოკორესპონდენტი, გიორგი მოსიაშვილი, 5 000 ლარით დააჯარიმეს 

2025 წლის 18 მარტს, “TV პირველის” ფოტოკორესპონდენტს, გიორგი მოსიაშვილს, შსს-მ 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის  ქვითარი ჩააბარა. პოლიცია მოსიაშვილს  11 მარტს, 21:03 საათზე, რუსთაველის გამზირზე, გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავება.

გიორგი მოსიაშვილი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, რომ 11 მარტს  რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.