ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი დააჯარიმეს “გზის გადაკეტვის” საფუძვლით

2025 წლის 17 მარტს “ფორმულას” ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს, პოლიციიდან აცნობეს, რომ 5 000 ლარით არის დაჯარიმებული. ჟურნალისტს 13 მარტს გზის გადაკეტვას ედავებიან. “ფორმულას” განცხადებით, 13 მარტს ნანო ჩაკვეტაძე რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს უკანონოდ დააჯარიმეს.