2025 წლის 13 თებერვალს, სამართალდამცველებმა დააჯარიმეს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ნათია გოგსაძე. მას 2025 წლის 2 თებერვალს, პროევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან. “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნათია გოგსაძეს დაჯარიმების შესახებ ტელეფონით აცნობეს. სატელეფონო საუბრისას საჯარიმო თანხის ოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.
ეს არ არის აქციაზე მყოფი, ან მომუშავე ჟურნალისტის დაჯარიმების პირველი შემთხვევა. 2025 წლის 18 იანვარს, პოლიცია დაჯარიმებით დაემუქრა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, რომელიც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა.