ფოთის ტელევიზიის დირექტორი საპროტესტო მსვლელობის გადაღებისას ავტომობილით გადაადგილებისთვის დააჯარიმეს

2024 წლის 16 დეკემბერს, ფოთის ადგილობრივი ტელეკომპანიის, “მე-9 ტალღის” დირექტორი გერმანე სალია საპატრულო ეკიპაჟმა 1000 ლარით დააჯარიმა

„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ (JRC) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 დეკემბერს, გერმანე სალია ფოთში გამართულ საპროტესტო მსვლელობას მიყვებოდა და აშუქებდა როგორც მედიის წარმომადგენელი, რა მიზეზითაც, მისი მანქანა ძებნაზე გადაეცა საპატრულო პოლიციას. გერმანე სალია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთანაც” განმარტავს, რომ ის მსვლელობაში კი არ მონაწილეობდა, არამედ, ავტომობილით მიჰყვებოდა დემონსტრანტებს გადასაღებად.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აცხადებს, რომ “პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ავტომობილით გადაადგილების გამო დაჯარიმებას მედიაზე ზეწოლის ახალ და საგანგაშო” ფორმაა და მოუწოდებს საპატრულო პოლიციას მოუწოდებს გააუქმოს უკანონო გადაწყვეტილება.

“მედიაომბუდსმენმა” კი საქმის სამართლებრივი დეტალების შესწავლა დაიწყო.