პოლიციამ ფოტოჟურნალისტს მუშაობა აუკრძალა

2025 წლის 7 მაისს, პოლიციამ ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ფოტოჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას ჟურნალისიტი ძალის გამოყენებით გაჰყავს იმ სივრციდან, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობა მიმდინარეობდა.

“ქართული ოცნების” ყრილობაზე არც ონლაინ მედია დაუშვეს. პარტიის პრესსამსახურმა, მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს ეხელმძღვანელათ პირდაპირი ტრანსილაციით.