იტალიური მედიის ფოტოჟურნალისტი, ჟერომ შობო, საქართველოში არ შემოუშვეს

2025 წლის 30 მარტს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს იტალიური მედიის NurPhoto-ს ფოტოჟურნალისტს ჟერომ შობოს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლას უკრძალავენ:

  • 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ჟურნალისტი კლემენ ჟირარდო.
  • 2024 წლის 30 დეკემბერს, ბელგიელი ჟურნალისტი ვიტსე დე გეიტერი საქართველოში არ შემოუშვეს;
  • 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი;
  • 2024 წლის 16 სექტემბერს, ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს.

საქართველოში ჟურნალისტების  შესვლის უფლების აკრძალვას გამოეხმაურა პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”. ორგანიზაციამ გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილებები და აღნიშნა, რომ ჟურნალსიტები საპროტესტო აქციების გაშუქების გამო ისჯებიან.

საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების ამგვარი შევიწროება” – ნათქვამია განცხადებაში.