2025 წლის 19 მარტს, სოციალურ ქსელში კიდევ ორმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ “გზის გადაკეტვის” საფუძვლით დაჯარიმდნენ.
მათ შორის, ერთმა, OC Media-ს დამფუძნებელმა და ფოტოგრაფმა მარიამ ნიკურაძემ, ორი საჯარიმო ქვითარი მიიღო. მას 10 ათასი ლარი დააკისრეს. სამართალდამცველები ნიკურაძეს 11 და 15 მარტს გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. ჟურნალისტი ორივე ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს.
ამავე დღეს,5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების შესახებ შეტყობინება მიიღო ”რადიო თბილისის” ჟურნალისტმა მერაბ მერკვილაძემ. ჟურნალისტი აღნიშნულის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.