2024 წლის 26 ოქტომბერს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს. შვეიცარიელი ჟურნალისტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად მოემგზავრებოდა.
გოსმა აღნიშნულის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში არ შემოშვების ოფიციალურ მიზეზის შესახებ ვკითხულობთ შემდეგს: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.
OC Media ინფორმაციით, გოსი 2022 წლის აპრილიდან უკრაინაში მიმდინარე ომს აშუქებს.